- პროექტის სახელი: ~ქართული ყოჩივარდა~
- პროექტის მიზანი: ქართული ყოჩივარდას მოშენება, როგორც მის ბუნებრივ საარსებო გარემოში, ისე ნაკრძალებსა და სათბურებში.
- პრობლემა: ქართული ყოჩივარდა ~წითელ წიგნშია~ შეტანილი, ამიტომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ მას.
- კვლევა: ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემოს შესწავლა, მისი რაოდენობის შემცირების მიზეზების დადგენა.
- პროექტის სრული აღწერა: კლასს გავყობ ოთხ ჯგუფად.
- პირველი ჯგუფის დავალება: ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემო (მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში); გადაუღონ სურათები ბაღებსა თუ სკვერებში ყოჩივარდას, რათა მოვაწყოთ ფოტო გამოფენა.
- მეორე ჯგუფის დავალება: მისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო ციკლი (ერთ, ორ თუ მრავალწლოვანი მცენარეა იგი) თუ ორ ან მრავალწლოვანია, მისი რომელი ნაწილი იზამთრებს. (გაესაუბრონ მაღალი კლასების ბიოლოგიის მასწავლებელს);
- აიღონ ინტერვიუ ადგილობრივ გარემოს დაცვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან.
- მესამე ჯგუფის დავალება: როგორ მოუაროთ ქართულ ყოჩივარდას(დაიხმარეთ უფროსები)
- ხომ არ ნადგურდება მისი საბინადრო გარემო (თუ მინდორში იზრდება, ხომ არ ხნავენ მას კულტურული მცენარეების დასათესად? თუ ტყეში იზრდება, ხომ არ იჩეხება ტყე?)
- მეოთხე ჯგუფის დავალება: ხომ არ ააქვს მას სამკურნალო დანიშნულება? ხომ არ არის შხამიანი ან სარეველა მცენარე?
- ხომ არ ააქვს მას დეკორატიული დანიშნულება: ყიდიან თუ არა მას ბაზარში, ყვავილების მაღაზიაში.
- დახატეთ ყოჩივარდები და მოვაწყოთ გამოფენა.
- მონაწილეთა ასაკი: 9 წელი;
- ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე;
- მოსალოდნელი შედეგები: პროექტი ხელს შეუწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებას, გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარებას: ინტერვიუს აღებას, გამოკითხვის ჩატარებას, მასალების დამუშავებას ისტ–ის მეშვეობით.
- შეაგროვებენ მონაცემებს გადაშენების პირას მყოფი მცენარის შესახებ.
- დასახავენ გზებს მის გადასარჩენათ.
- სამუშაო ენა: ქართული.
- პროექტის ფასილიტატორი: ნინო ღლონტი.
- ფასილიტატორის ელ–ფოსტა: ninoghlonti@gmail.com
Friday, March 12, 2010
სასწავლო პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)