Friday, March 12, 2010

სასწავლო პროექტი


  • პროექტის სახელი: ~ქართული ყოჩივარდა~
  • პროექტის მიზანი: ქართული ყოჩივარდას მოშენება, როგორც მის ბუნებრივ საარსებო გარემოში, ისე ნაკრძალებსა და სათბურებში.
  • პრობლემა: ქართული ყოჩივარდა ~წითელ წიგნშია~ შეტანილი, ამიტომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ მას.
  • კვლევა: ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემოს შესწავლა, მისი რაოდენობის შემცირების მიზეზების დადგენა.
  • პროექტის სრული აღწერა: კლასს გავყობ ოთხ ჯგუფად.
  • პირველი ჯგუფის დავალება: ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემო (მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში); გადაუღონ სურათები ბაღებსა თუ სკვერებში ყოჩივარდას, რათა მოვაწყოთ ფოტო გამოფენა.
  • მეორე ჯგუფის დავალება: მისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო ციკლი (ერთ, ორ თუ მრავალწლოვანი მცენარეა იგი) თუ ორ ან მრავალწლოვანია, მისი რომელი ნაწილი იზამთრებს. (გაესაუბრონ მაღალი კლასების ბიოლოგიის მასწავლებელს);
  • აიღონ ინტერვიუ ადგილობრივ გარემოს დაცვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან.
  • მესამე ჯგუფის დავალება: როგორ მოუაროთ ქართულ ყოჩივარდას(დაიხმარეთ უფროსები)
  • ხომ არ ნადგურდება მისი საბინადრო გარემო (თუ მინდორში იზრდება, ხომ არ ხნავენ მას კულტურული მცენარეების დასათესად? თუ ტყეში იზრდება, ხომ არ იჩეხება ტყე?)
  • მეოთხე ჯგუფის დავალება: ხომ არ ააქვს მას სამკურნალო დანიშნულება? ხომ არ არის შხამიანი ან სარეველა მცენარე?
  • ხომ არ ააქვს მას დეკორატიული დანიშნულება: ყიდიან თუ არა მას ბაზარში, ყვავილების მაღაზიაში.
  • დახატეთ ყოჩივარდები და მოვაწყოთ გამოფენა. 
  • მონაწილეთა ასაკი: 9 წელი;
  • ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე;
  • მოსალოდნელი შედეგები: პროექტი ხელს შეუწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებას, გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარებას: ინტერვიუს აღებას, გამოკითხვის ჩატარებას, მასალების დამუშავებას ისტ–ის მეშვეობით.
  • შეაგროვებენ მონაცემებს გადაშენების პირას მყოფი მცენარის შესახებ.
  • დასახავენ გზებს მის გადასარჩენათ.
  • სამუშაო ენა: ქართული.
  • პროექტის ფასილიტატორი: ნინო ღლონტი.
  • ფასილიტატორის ელ–ფოსტა: ninoghlonti@gmail.com